სამშენებლო-სარემონტო კომპანია „ლაბორატორია • ჩემი რემონტი“ 2018 წელს დააარსდა, დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, კვალიფიკაციური, ენერგიული გუნდით, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ დამკვეთს და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება სარემონტო სფეროში. თავის კლიენტებს „ლაბორატორია • ჩემი რემონტი“ სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო-სარემონტო საქმიანობის სრულ პაკეტს ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის: სასტუმროების, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; საინჟინრო ქსელების გაყვანას; ინტერიერის დიზაინს; შიდა და გარე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
კომპანია პასუხისმგებლობას იღებს პრემიუმ ხარისხის მომსახურების მოწოდებაზე, ყველა ობიექტი სრულდება ხელშეკრულების საფუძველზე.
